ისევ არ არსებობს შეთანხმება, ღია თუ დახურული ელექტრონული წესით ჩატარდება არჩევნები ნაციონალური მოძრაობაში. კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. პარალელურად დღის წესრიგიდან არ ჩამოდის ვანო მერაბიშვილის ფაქტორზე საუბრები. წინა ხელისუფლების დროს გავლენიანი მინისტრის შესახებ კომენტარები კეთდება როგორიც პარტიაში, ახლა უკვე მიღმაც. ოპოზიციის ნაწილმა უკვე განაცხადა , რომ ნაციონალურ მოძრაობაში მერაბიშვილის გავლენების გამარჯვება თანამშრომლობას შეუძლებელს გახდის.
კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობაში ხვალ გაიმართება
25 ნოე 202220:35
3 წუთის საკითხავი