logo
ENG



კონტი ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში აქციებს ყიდის

26 ოქტ 201910:59
3 წუთის საკითხავი
 
qnmh2d9wgutjkrh.png

„გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა“ - ასეთია „კონტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლის,  კოლინ ვიბლის განცხადება.

„კონტი ჯგუფის“ მიერ 25 ოქტომბერს, დღის ბოლოს გავრცელებულმა განცხადებამ, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანზაქცია, რომლითაც პროექტიდან „კონტი ჯგუფი“ უნდა გასულიყო, არ განხორციელდა, რის გამოც კომპანია აქციონერად დარჩა. კონსორციუმის წინა განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „კონტი ჯგუფს“ ჰქონდა პროექტიდან გასვლის სურვილი, მსგავსი ტრანზაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

„კონტი ჯგუფის“ პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია პროექტში რჩებოდა. „თიბისი“ ჯგუფთან ერთად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი სწორედ „კონტი ჯგუფია“.


close დახურვა