logo
ENG



კონტრაბანდის მფარველები - შაბათის ფორმულა

04 ნოე 202320:38
3 წუთის საკითხავი
 

კონტრაბანდის მთავარი ბუდე - საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის ბაზრობას აბრუნებს. ტერიტორია, სადაც რვა წლის წინ ერგნეთის ცნობილი ბაზრობა დახურეს, სახელმწიფომ კერძო პირს მიჰყიდა. გივი ჯალაბაძის შპს ყაზბეგი ჰილსმა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის  მიწის ნაკვეთი მიზერულ ფასად - კვადრატული 99 თეთრად იყიდა. შაბათის ფორმულამ მოიპოვა ხელშეკრულება, საიდანაც ირკვევა, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ 169 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ იმ პირობით გაუფორმა, რომ მან იქ კომერციული ფართები, სასაწყობე და სავაჭრო კონტეინერები და მინიმუმ 200 ავტომობილზე გათლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს. რა არის მთავარი ინტერესი ? - იმ ფონზე როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომის შემდეგ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა, ყველანაირი გზით და ხერხით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას და სწორედ პუტინის სცენარით მოქმედებს ქართული ოცნებაც, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს კრემლის ნებისმიერ მითითებას. ახალი დავალება კი ერგნეთის ბაზრობის აღდგენაა, - გაიხსნას გზა როკის გვირაბამდე და ტვირთის გადატანა რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის გავლით შეძლოს. 


close დახურვა