კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად შეერთებულმა შტატებმა იემენში ალ-ქაიდას ლიდერი მოკლა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამისტურ დაჯგუფებას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ყასიმ ალ-რაიმს შეერთებული შტატების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი. ტრამპის მტკიცებით, მისი სიკვდილი დაჯგუფებას კიდევ უფრო შეასუსტებს. სწორედ ალ-ქაიდა იდგა დეკემბერში, ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის უკან.