logo
ENG



კოჟორიძე: ქართული ოცნება არის სიტყვით დასავლეთი, საქმით - ჩრდილოეთი

16 მაი 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, კახა კოჟორიძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა. როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, წერილი აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.

„დასავლეთი არის ქართველი ხალხის როგორც ისტორიული, ისე -  თანამედროვეობის არჩევანი, მაგრამ ქართული ოცნება არის სიტყვით დასავლეთი,  საქმით - ჩრდილოეთი. ერთი მხრივ, მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აუცილებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ,  ისინი ყველაფერს აკეთებენ საქმით, რომ ამ ინტეგრაციას შეუშალონ ხელი და წავიდეს ქვეყანა ჩრდილოეთისკენ. დღევანდელ წერილთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე განზომილებაზე. ეს არის პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური. საზოგადოების ყურადღებას მივაქცევ ამ დოკუმენტში მითითებულ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე. დოკუმენტში საუბარია, რომ ოცნების ხელისუფლება ებრძვის დასავლურ ლეგიტიმურ ბიზნესს საქართველოში“, -  განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. 


close დახურვა