logo
ENG



კოჟორიძე კალაძეს: რატომ გაგრძელდა 6 თვე ორი ფილის დაგება

27 მაი 202008:00
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრი კახა კოჟორიძე დედაქალაქის მერს კონკრეტული შეკითხვით მიმართავს - რატომ არ დასრულდა ამ დრომდე პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები?.

კოჟორიძეს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნება" სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეგნებულად აჭიანურებს. მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარედ რეალურად სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობა არ იყო და კალაძემ პროცესი საპროტესტო აქციების შესაჩერებლად დაიწყო.  

„მე ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას, რატომ გაგრძელდა 6 თვე ორი ფილის დაგება. საუბარია თან იმ ადგილზე, რომელიც გახლავთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო. ვიცით, რომ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია არის შეკრების და პროტესტის გამოხატვის მთავარი ადგილი. ამ პროტესტისა და შეკრების კი ხელისუფლებას ეშინია. გასაგებია, რომ შეიძლება ხალხმა თვითონ შეიკავოს თავი ამ სიტუაციაში პროტესტის გამხოატვისგან, მაგრამ დამთავრდება ეს ვირუსი და დაიწყება პროტესტის გამოხატვის ფაზა. ამისი ეშინია ქართულ ოცნებას",-აცხადებს კახა კოჟორიძე. 

 

 


 


close დახურვა