logo
ENG



კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

16 მარ 202022:10
3 წუთის საკითხავი
 
rqwthn7z8q2wotj.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა გამოვლენილი - აქედან ერთი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულია და უკვე გაეწერა ბინაზე, ხოლო კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


close დახურვა