კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge - სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ვებგვერდის შექმნის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ისინი მკურნალობის კურსს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიან.
