კორონავირუსთან საბრძოლველად შეერთებული შტატების სენატმა 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
გადაწვეტილებას კენჭი 415 ხმით ორის წინააღმდეგ უყარეს. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. თანხის ნაწილი ვაქცინის შემუშავებაზე, ნაწილი კი ვირუსის გავრცელების პრევენციაზე დაიხარჯება.
ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კონგრესს 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით შეერთებულ შტატებში დაღუპულია 12 და 226 ადამიანია დაინფიცირებული.