logo
ENG



კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ ორსულს, მეორეს უტარდება ტესტირება - ლევან რატიანი

03 მაი 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ორსულიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ტესტირება უტარდება ერთ ორსულსა და ახალშობილ ბავშვს.

„ამ ეტაპზე გვყავს 91 პაციენტი, 70 ინფიცირებული, ეწერება შვიდი პაციენტი დღეს. რეანიმაციაში რვა პაციენტი, ერთი კრიტიკულადაა და მასთან ხორციელდება რეანიმაციულ ღონისძიებები. გუშინ გადმოყვანილ იქნა ორი ორსული ქალბატონი - ერთთან უკვე დადასტურდა, ერთს უტარდება ტესტირება. გადმოყვანილია ახალშობილიც - მისი ტესტიც გაგზავნილია. გუშინ არცერთ ახალშობილს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა