logo
ENG



კორონავირუსი სოფლებში - როგორ შეიცვალა ცხოვრება სოფლებში კორონავირუსის შემდეგ

26 აპრ 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა სოფელში მცხოვრებ მოსახლეობაზეც იქონია. სოფელ ფარცხანაყანევში მწვანილს ვეღარ ჰყიდიან. არადა მათი შემოსავლის ძირითადი წყარო, სწორედ ქუთაისის ბაზარში მწვანილის რეალიზაციაა. ალექსანდრე კიკვაძის ოჯახი კორონამდე მწვანილს ქუთაისის ბაზარში ყიდდა, თუმცა ახლა ბაზრები დახურულია.

 „რეალიზაცია არ არის ამითი ვზარალობთ. ვერაფერს ვიზამთ იძულებული ხარ სახლში იყო“,-აცხადებს ალექსანდრე კიკვაძე.

სამეგრელოში, სოფელ ოდიშში, მაისში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ახალი ბინების მირებას ელოდება. მანამდე მოსახლეობას ძველი თითქმის დანგრეულ შენობაში უწევთ ცხოვრება. სოფლის მცხოვრებბი რეკომენდაციებს მკაცრად იცავენ და აცხადებენ, რომ ახლა მთავარი ჯანმრთელად ყოფნაა.

„მეშინია მარტო ვარ, მაგრამ რა ვქნა ჯანმრთელი ვარ რაც მთავარია“,-მანანა გვაზაბია.

აჭარაში სოფელი გულების ერთ-ერთი მცხოვრები 80 წელს გადაბიჯებული შალვა დიასამიძეა. მისი თქმით კორონავირუსის შემდეგ სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა.

„მე გამიხარდა ამასწინად ტელევიზორში ვნახე 82 წლის ადამიანი გამოჯანმრთელდა. ძალიან გამეხარდა, ესეიგი უსაშველო რამე არ ყოფილა. ვემორჩილები ყველაფერს რასაც ექიმები და მთავრობა გვირჩევს. გვიჭირს ერთმანეთთან მისვლა“,-აცხადებს შალვა დიასამიძე.

 


close დახურვა