კორონავირუსი ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ინფიცირებული მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია. ის კორონავირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია.
მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა, შესაბამისად, რისკები არ არსებობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადავიდა, რადგან სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.