logo
ENG



კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4318 შემთხვევა

20 ნოე 202110:43
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან გარდაიცვალა 70 ადამიანი.

ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.

19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს. ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.


close დახურვა