კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს.
შეგახსენებთ, რომ ასევე 3 დეკემბერს, ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.