logo
ENG



კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

04 დეკ 202000:50
3 წუთის საკითხავი
clock 1270
2020/12/04/33j998mca6m0t7o.jpg

თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს:

"2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი, ხოლო 45 გარდაიცვალა.


close დახურვა