ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან გარდაიცვალა 50 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.
14 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 767 882 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი. 14 აგვისტოს აიცრა 26 524 პირი.