logo
ENG



კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

24 იან 202008:20
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში 830-ს აღწევს. აქედან 200-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ექიმები ათასზე მეტ ადამიანს იკვლევენ, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი აღმოაჩნდეს.

ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას პროგნოზირებს, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მილიონობით ჩინელი მოგზაურობს. ჩინეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განმარტა, რომ საერთაშორისო დონეზე მსგავსი ზომების მიღებას ნაადრევად მიიჩნევს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიოს ყველა მსხვილ აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს სკრინინგს უტარებენ. 


close დახურვა