logo
ENG



კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა

11 თებ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაინფიცირების შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა ვირუსის ახალი შემთხვევები ისევ ფიქსირდება.

ჰონგ-კონგის ერთ-ერთ უბანში დღეს ვირუსი კიდევ 2 მოქალაქეს დაუდგინეს, რის გამოც, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, კორპუსის მცხოვრებლები საკარანტინო ცენტრში არიან გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად არაეფექტური ზომების გატარებისთვის მმართველ პარტიაში წმენდა დაიწყო. რამდენიმე მაღალჩინოსანს თანამდებობა უკვე დაატოვებინეს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საშიში ვირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთშიც. აღნიშნულის გამო, 1 სკოლა და სამედიცინო ცენტრი დახურეს. 


close დახურვა