კორონავირუსით კიდევ 2 პირი დაინფიცირდა. საერთო ჯამში, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4641, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 239 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.