logo
ENG



კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 236-მდე გაიზარდა

21 თებ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 236-მდე გაიზარდა.

ინიფიცრებულთა რიცხვი კი 75 400-ს აჭარბებს. აქედან 156 შემთხვევა სამხრეთ კორეაში დადასტურდა. ხელისუფლებამ ქვეყნის ორ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

9 000-მდე ადამიანს, რომელიც ტეგუს ეკლესიის მრევლის წევრია, კარანტინში მოათავსებენ. 39 კორეელი სწორედ ეკლესიაში დაინფიცირდა. პარალელურად, უკრაინაში საპროტესტო აქციით დახვდნენ ჩინეთიდან ევაკუირებულ თანამოქალაქეებს. პოლტავის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და ავტობუსებს ქვები დაუშინეს. მოსახლეობა სოფლის სანატორიუმში ევაკუირებულების განთავსებას აპროტესტებდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სოფელში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი საკარანტინო ზონაში ევაკუირებულებთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა. 


close დახურვა