logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

31 მარ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 
hgaozuoiasq4kvo.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

დღეს დილით განახლებული ინფორმაციით საქართველოში 108 ინფიცირებული იყო, ბოლო 2 ინფიცირებული მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები არიან.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კარანტინის ქვეშ 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278, ვირუსისგან კი უკვე 21 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა, დაწესდა საკომენდანტო საათიც. კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა. 


close დახურვა