საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723-მდე გაიზარდა. გასული ღამის მონაცემებთან შედარებით კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2-ით მოიმატა.
ამის შესახებ ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 495 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.