საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა და 906-ს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს - ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 755-ია, კოვიდ 19-ს საქართველოში 14 ადამიანი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 269.
საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა, ჯანმომ კი ინფექცია პანდემიამ 11 მარტს გამოაცხადა.