საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - ამ დროისთვის ინფიცირების 272 შემთხვევაა აღრიცხული.
ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ვირუსი ქვეყანაში 68 ადამიანმა დაამარცხა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.
