logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 385-მდე გაიზარდა

18 აპრ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 
yq8fm20gx5v2b8f.jpg

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 385 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში 46 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ 24 რჩება. 7 პაციენტია 18 წლამდე, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 7 პაციენტი ჩაერთო კვლევაში. 11 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, რომელთა მდგომარეობაც საყურადღებოა. კლინიკაში ასევე 1 სასულიერო პირი მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა