საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 234 შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნულზე ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
234 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი გარდაცვლილია - 3. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4908 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.