logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

12 მარ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ისევ 24 ინფიცირებული რჩება. აქედან 21 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, 3 კი, საჩხერის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მიღებულ იქნა 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ისინი გადაყვანილ იქნენ თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. 5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტის მდგომარეობა, არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი 4 თავიდანვე მსუბუქად მიმდინარეობდა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მინდა გავიმეორო, რომ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. საკარანტინო ზონებში 295 მოქალაქეა მოთავსებული.


close დახურვა