საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 20 454 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დღეს, 1-ლ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3574 ადამიანი, 36 კი გარდაიცვალა.
სულ დადასტურებულია 139 343, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი გარდაიცვალა.