საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 466 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 20 305 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 383 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დღეს, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი, გარდაიცვალა - 37.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 267 - გარდაიცვალა.