logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 1 074 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 439 - ხელოვნურ სუნთქვაზეა

13 დეკ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით ინფიცირებული 1 074 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 439 - ხელოვნურ სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 074 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 439 ადამიანი ხელონური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 29 727 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 869 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

 დღეს, 13 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა, 3 942 - გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს. აქედან 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 790 გარდაიცვალა.


close დახურვა