საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 135 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 417 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 25 911 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 6 963 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდდაიცვალა.
ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.