საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 641 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 322 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 14 680 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 691 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დღეს, 8 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი, გარდაიცვალა - 34.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 57 753 შემთხევვაა გამოვლენილი, მათ შორის 42 572 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.