logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 656 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - 265 სუნთქვის აპარატზეა

10 ნოე 202011:25
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით ინფიცირებული 656 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - 265 სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 656 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსის 15 713 აქტიური შემთხვევაა, 4 709 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

დღეს, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348, გარდაიცვალა - 22.

ჯამში, ქვეყანაში covid-19-ის 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 47 390 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.


close დახურვა