ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 733 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს, 16 ნოემბერს ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 230 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ჯამში ვირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.