logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 815

18 ნოე 202010:51
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 815

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 24 საათში თბილისში - 19 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი

ქვეყანაში ვირუსით სულ 815 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეს, 18 ნოემბერს ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 539 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა