logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა

19 აგვ 202110:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 49 468 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 9,95%, ბოლო 14 დღის - 10,78%, ბოლო 7 დღის - 11,01%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 921 შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 948, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 739,
  • იმერეთი - 626,
  • ქვემო ქართლი - 254,
  • შიდა ქართლი - 257,
  • გურია - 135,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276,
  • კახეთი - 386,
  • მცხეთა-მთიანეთი - 116,
  • სამცხე-ჯავახეთი - 147,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

19 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილია 258 303 ადამიანი.


close დახურვა