logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 924 ახალი შემთხვევა

24 აგვ 202110:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში 47 288 ტესტი ჩატარდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.53%, ბოლო 14 დღის - 10.93% ხოლო 7 დღის - 10.72%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 2 302, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 629,
  • იმერეთი - 803,
  • ქვემო ქართლი - 376, 
  • შიდა ქართლი - 381,
  • გურია - 157,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412,
  • კახეთი - 537, 
  • მცხეთა-მთიანეთი - 165,
  • სამცხე-ჯავახეთი -77,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

დღე-ღამეში 30 067 აცრა ჩატარდა.


close დახურვა