logo
ENG



კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა

17 მარ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა - ინფიცირებული ბოლო სამ დაავადებულთან კონტაქტში იყო. 

განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 

"ამ დროისთვის 45 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული. გუშინ 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და აქედან ერთზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი. ამ ეტაპზე, დადასტურებული წევს 29 პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია",- აცხადებს მარინა ეზუგბაია.


close დახურვა