logo
ENG



კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,19%-ია

09 მარ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 139-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 129 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა, აქედან 3 464 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 2 887 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,19%-ია, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,63%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 72 შემთხვევა;
  • აჭარა - 3;
  • იმერეთი - 24;
  • ქვემო ქართლი - 9;
  • შიდა ქართლი - 10;
  • გურია - 7;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9;
  • კახეთი - 3;
  • მცხეთა-მთიანეთი - 0;
  • სამცხე-ჯავახეთი - 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 495 აქტიური შემთხვევაა. 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266. მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.​

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 417 პირი, აჭარაში - 453, იმერეთში - 679.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 273 137-ს შეადგენს. აქედან 267 015 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 601 გარდაიცვალა.


close დახურვა