საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.
24 საათში სულ 3 667 აცრა ჩატარდა, სულ - 261 652. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 29 ივნისის მონაცემებით, ორი დოზით 96 975 ადამიანია აცრილი.
დღე-ღამეში 28 617 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 15 164 ანტიგენი, 13 453 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 3,53%, ბოლო 14 დღის - 2,59%, ბოლო 7 დღის - 2,69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 677, რაც შეეხება რეგიონებს:
აჭარა - 58,
იმერეთი - 83,
ქვემო ქართლი - 65,
შიდა ქართლი - 23,
გურია - 2,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31,
კახეთი - 49,
მცხეთა-მთიანეთი - 10,
სამცხე-ჯავახეთი - 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.