logo
ENG



კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 25 პაციენტი, ჩატარდა 8 394 ტესტი

27 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 097​-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 208 ადამიანი, 25 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით, 4 401 კი PCR-ით. წინა დღეებთან შედარებით ტესტების რაოდენობა შემცირებულია. მაგალითად, 26 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 14 421 ტესტი იყო ჩატარებული, 25 დეკემბერს - 13 655, 24 დეკემბერს - 13 699.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 484 შემთხვევა;
  • აჭარა - 81;
  • იმერეთი - 185;
  • ქვემო ქართლი - 84;
  • შიდა ქართლი - 63;
  • გურია - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61;
  • კახეთი - 61;
  • მცხეთა-მთიანეთი - 30;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 655 აქტიური შემთხვევაა. 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 713 პირი, აჭარაში - 3 451, იმერეთში - 4 858. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 221 605​​-ს შეადგენს. აქედან 203 547 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 377 გარდაიცვალა.


close დახურვა