logo
ENG



კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 23 ადამიანი, ჩატარდა 11 155 ტესტი

10 იან 202110:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 143-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 617 ადამიანი, 23 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 155 კვლევა, აქედან 6 758 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 397 PCR-ით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 488 შემთხვევა;
  • აჭარა - 88;
  • იმერეთი - 143;
  • ქვემო ქართლი - 73;
  • შიდა ქართლი - 64;
  • გურია - 23;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138;
  • კახეთი - 58;
  • მცხეთა-მთიანეთი - 51;
  • სამცხე-ჯავახეთი - 16;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 095 აქტიური შემთხვევა. 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 864, აჭარაში - 371, იმერეთში - 730. მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში - 376, აჭარაში - 72, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 197, აჭარაში - 44, ხოლო იმერეთში - 8. თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 552. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 229​​-ს შეადგენს. აქედან 225 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 773 გარდაიცვალა.


close დახურვა