საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1160-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1302 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 209 კვლევა, აქედან 10186 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18023 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 3819 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 97153 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,11%-ია, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 588 შემთხვევა;
- აჭარა - 86;
- იმერეთი - 113;
- ქვემო ქართლი - 80;
- შიდა ქართლი - 53;
- გურია - 31;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110;
- კახეთი -51;
- მცხეთა-მთიანეთი - 21;
- სამცხე-ჯავახეთი - 22;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 405 აქტიური შემთხვევაა. 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 344, აჭარაში - 479, იმერეთში - 539. მძიმე პაციენტია 918 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 93, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 367 - თბილისში, 270- აჭარაში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 613.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 333 601-ს შეადგენს. აქედან 313 651 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 519 გარდაიცვალა.