logo
ENG



კორონავირუსის 1 233 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

01 ივნ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 1 233 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 233-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 002 ადამიანი, 31 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა, აქედან 22 831 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 099 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 5 056 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 143 970 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,74%-ია, ბოლო 14 დღის - 3,3%, ბოლო 7 დღის - 2,71%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 676 შემთხვევა;
  • აჭარა - 102;
  • იმერეთი - 126;
  • ქვემო ქართლი - 66;
  • შიდა ქართლი - 65;
  • გურია - 28;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89;
  • კახეთი - 43;
  • მცხეთა-მთიანეთი - 21;
  • სამცხე-ჯავახეთი - 6;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 746 აქტიური შემთხვევაა. 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480. მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 2 181, იმერეთში - 1 573.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 345 196-ს შეადგენს. აქედან 328 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 804 გარდაიცვალა.


close დახურვა