საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 409-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 256 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა, აქედან 27 699 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 576 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 433 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 71 570 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ია, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 744 შემთხვევა;
- აჭარა - 102;
- იმერეთი - 149;
- ქვემო ქართლი - 83;
- შიდა ქართლი - 54;
- გურია - 21;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149;
- კახეთი - 59;
- მცხეთა-მთიანეთი - 24;
- სამცხე-ჯავახეთი - 13;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 16 341 აქტიური შემთხვევაა. 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 470, იმერეთში - 508. მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 5, იმერეთში - 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 325 665-ს შეადგენს. აქედან 304 935 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 363 გარდაიცვალა.