logo
ENG



კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

31 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 527-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 282 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 707 კი PCR-ით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 710 შემთხვევა;
  • აჭარა - 78;
  • იმერეთი - 239;
  • ქვემო ქართლი - 63;
  •  შიდა ქართლი - 130;
  • გურია - 24;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108;
  • კახეთი - 105;
  • მცხეთა-მთიანეთი - 47;
  • სამცხე-ჯავახეთი - 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 162 აქტიური შემთხვევაა, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 315, აჭარაში - 451, იმერეთში - 1 007. მძიმე პაციენტია 1 004 პირი, მათ შორის, თბილისში - 466, აჭარაში - 98, იმერეთში - 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 28, იმერეთში - 49. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 443 - თბილისში, 512 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 71, ხოლო იმერეთში - 68. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 813 პირი, აჭარაში - 2 728, იმერეთში - 3 644.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 227 420​​-ს შეადგენს. აქედან 211 727 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 505 გარდაიცვალა.


close დახურვა