logo
ENG



კორონავირუსის 258 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67%-ია

21 თებ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 258-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 571 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9653 კვლევა, აქედან 4697 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4956 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,67%-ია, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 355-ს შეადგენს. აქედან 261 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 435 გარდაიცვალა.


close დახურვა