logo
ENG



კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 ინფიცირების ფაქტი

18 დეკ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 ინფიცირების ფაქტი

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 134 შემთხვევა გამოვლინდა. 

სხვა ქალაქებში ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს: ასეთი სულ 1 148 პირია. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში 468 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი. 


close დახურვა