logo
ENG



კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევიდან 1 282 თბილისში გამოვლინდა, 489 იმერეთში

17 დეკ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევიდან 1 282 თბილისში გამოვლინდა, 489 იმერეთში

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 17 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 282, აჭარაში - 228, ხოლო იმერეთში - 489.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.

დღეისთვის ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 ადამიანი. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 545 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 201 368-ს შეადგენს. აქედან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 953 გარდაიცვალა.


close დახურვა