logo
ENG



კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,42%-ია

03 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,42%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 360-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 119 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა, აქედან 14 742 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 607 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,42%-ია, ბოლო 14 დღის - 1,7%, ბოლო 7 დღის - 1,3%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 194 შემთხვევა;
  • აჭარა - 14;
  • იმერეთი - 50;
  • ქვემო ქართლი - 9;
  • შიდა ქართლი - 35;
  • გურია - 11;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25;
  • კახეთი - 8;
  • მცხეთა-მთიანეთი - 8;
  • სამცხე-ჯავახეთი - 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 367 აქტიური შემთხვევაა. 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180, იმერეთში - 265. მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 107, ხოლო აჭარაში - 24. თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში - 407, იმერეთში - 688.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 271 739-ს შეადგენს. აქედან 265 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 541 გარდაიცვალა.


close დახურვა